ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
01-02-2023
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, პედაგოგთა და მოსწვლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
კითხვის პოპულარიზაციის მიზნით დაწესებულ დღის აღნიშვნას სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ლია სანიკიძესთან ერთად შეუერთდნენ.
ბავშვები სხვადასხვა მწერლის ნაწარმოებებს გაეცვნენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს