დაბა კაზრეთის N2 სკოლის მოსწავლე ნელიკო ღამბარაშვილმა საერთაშორისო შემოქმედებით კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავა
01-02-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო შემოქმედებით კონკურსში - „სულის საკრალური სიმები“, წარმატებით იასპარეზა. მან  II საპრიზო ადგილი დაიკავა.

გამარჯვებულმა მოსწავლემ, ნელიკო ღამბარაშვილმა ყაზახეთიდან დამსახურებული საჩუქრები(ჯილდო) მიიღო. მას სკოლის წარმომადგენლები გულშემატკივრობდნენ და მასთან ერთად გაიზირეს ჯილდოს მიღებით გამოწვეული სიხარული.

გამარჯვებული მოსწავლის მუსიკალური ხელმძღვანელი იამზე ჯაყელი გახლდათ.

სკოლა ნელიკოს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.

„ჩვენი ნიჭიერი მოსწავლე, გვიყვარხარ და გვეამაყები!“, - აღნიშნავენ სკოლაში

სკოლის დევიზია - „გამარჯვება გამარჯვების საწინდარია!“

იხილეთ ფოტო-ვიდეომალასა:

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203