წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IV კლასში „ერთობის გაკვეთილი“ ჩატარდა
01-02-2023
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. ამის მაგალითია, IV კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარებული „ერთობის გაკვეთილი“, რომელიც ევროპული იგავის - „ქვისგან გაკეთებული წვნიანის“ მიხედვით წარიმართა. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი ნანი თუთისანი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა გააცოცხლეს იგავის პერსონაჟები და სკოლაში მათივე მიტანილი პროდუქტებით წვნიანი მოამზადეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მომზადების პროცესი იყო საინტერესო და სახალისო. ამ იგავის შესწავლისას მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნმდე, რომ გაზიარების შემთხვევაში არის შესაძლებელი, მძიმე პერიოდშიც შეიქმნას ლხინი და მხიარულება.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203