კითხვის დღე ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში
01-02-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა ღონისძიებას, აქტივობასა თუ პროექტს სთავაზობენ და ბავშვებს წიგნის სიყვარულსა კითხვის კულტურას პირველი კლასიდანვე ასწავლიან. 

ამჯერად, სკოლის ბიბლიოთეკაში კითხვის დღე მოეწყო. აქტივობაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, შერჩეული ლიტერატურა ხალისით წაიკითხეს და დღე მეტად ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203