ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეები ორკვირიანი სასწავლო პროგრამით ბრიტანეთში იმყოფებოდნენ
01-02-2023
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ორი კვირა ინგლისურ ოჯახებში ეცხოვრათ და ემოგზაურათ საოცნებო ქალაქ - ლონდონში.

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ უკვე 13 წელია, რაც ბრიტანეთის სხვადასხვა წამყვანი ენების სკოლასთან თანამშრომლობს და განაგრძობს ახალგაზრდა თაობებისთვის უნიკალური საერთაშორისო გამოცდილების უზრუნველყოფას.

პროგრამის ფარგლებში, 13-17 წლის მოსწავლეებს, დიდი ბრიტანეთში სწავლებისა და ცხოვრების შესაძლებლობა ეძლევათ.

სკოლის წარმომადგენელთა განცხადებით, ბრიტანეთში სასწავლო ვიზიტის შემდეგი ნაკადისთვის რეგისტრაცია ღიაა და 20 თებერვალს დასრულდება. პროგრამის შესახებ დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე

იხილეთ ფოტოეები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203