თბილისის N127 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
01-02-2023

თბილისის N127 სკოლაში მრავალმხრივ ნიჭიერი და შემოქმედებითი უნარებით გამორჩეული მოსწავლეები სწავლობენ. ისინი საინტერესო პროექტებში მონაწილეობენ.

მოსწავლეებმა სკოლაში საინტერესო ღონისძიება მოაწყვეს, რომლის მზადების პროცესშიც დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. ეს ღონისძიება მათთვის ძალიან ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი იყო.  წარმოდგენა, რომელიც მოსწავლეებმა დადგეს მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეებმა საინტერესო სპექტაკლი დადგეს. ასევე სხვადასხვა პერსონაჟის პაროდია გაითამაშეს, იცეკვეს და მუსიკალური ნომრებიც შესანიშნავად შეასრულეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების დღეს იყო ბევრი ემოცია. ეს დღე როგორც მოსწავლეთათვის, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვისაც დასამახსოვრებელ, დაუვიწყარ მოგონებად იქცა.

„ჩვენს მოსწავლეებს სამომავლოდ კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიების ჩატარებას ვუსურვებთ“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203