ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლა მუშაობს. სკოლამ ფუნქციონირება 29-იანვარიდან დაიწყო და 19 თებერვალს დასრულდება. საკვირაო სკოლაში ჩართულნი არიან ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები.
პროექტს ახორციელებს ახალგაზრდული ქსელი - „თაობა“, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „დეცენტრიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში.
სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის პირველ ეტაპზე 4 კვირის განმავლობაში დაგეგმილია საკვირაო სკოლის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც:
- მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი სამოქალაქო ჩართულობის თემაზე,
- მიეცემათ საშუალება შეხვდნენ საინტერესო ადამიანებს, სამოქალაქო განათლების ექსპერტებს,
- იმსჯელონ სამოქალაქო აქტიურობაზე,
- დაესწრონ მასტერკლასებს - პროექტების წერაში და საჯარო გამოსვლების ხელოვნებაში,
- მონაწილეობა მიიღონ შემეცნებით და გასართობ კონკურსებში.
იხილეთ ფოტოები: