ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ შემეცნებით-ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ მიმართულია მოსწავლეების განვითარებისა და მათთვის ლიდერული თვისებების გამომუშავებისკენ, ამ მიზნით სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ხორციელდება, მათ შორის აღსანიშნავია ამერიკული, შემეცნებით - ინტელექტუალური თამაში - „ჯეპარდი“. როგორც სკოლაში გვიყვებიან ინტელექტუალური ჩემპიონატი „ჯეპარდი“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში:
- ინტელექტუალური თამაშების პოპულარიზაციას;
- ზოგადი განათლების მიღების სტიმულირებას;
- სხარტი და ანალიტიკური აზროვნების უნარების განვითარებას;
- რისკების ანალიზისა და გამბედაობის უნარების განვითარებას;
- საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღების უნარის განვითარებას.
თამაშში 13 მოსწავლე მონაწილეობდა ფინალში გადავიდნენ - ლუკა ჟამუტაშვილი, ლიზი ტყებუჩავა, ნიკოლოზ ვეკუა და აჩი ლაფაჩიშვილი.
პირველი ადგილი ადგილი ლუკა ჟამუტაშვილმა დაიკავა, მეორე კი - ლიზი ტყებუჩავამ.
იხილეთ ფოტოები: