თბილისის N117 სკოლის მესამეკლასელებს მათემატიკის კომპლექსური დავალების შესრულება ნამდვილ ზეიმად ექცათ
01-02-2023
თბილისის N117 საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია.
მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან დავალებებს სთავაზობენ, მოსწავლეები კი მათ დიდი ინტერესით ასრულებენ.
1-ელ დეკემბერს, თბილისის N117 საჯარო სკოლაში IIIბ და IIIდ კლასების მოსწავლეებს მათემატიკის კომპლექსური დავალების შესრულება ნამდვილ ზეიმად გადაექცათ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ დავალების შესრულება დაიწყეს დიდი შემართებით, შექმნეს გუნდები და გუნდური მუშაობით დაიწყეს -„მხიარული სტარტები“. ამ დავალების შესრულებაში მათ დასჭირდათ პრობლემის გადაჭრის და კრიტიკული აზროვნების უნარები. მთავარი საკვანძო სიტყვა იყო: როგორ და რა გზით შეიძლება კანონზომიერების აღმოჩენა და ჩაწერა მხიარული თამაშების დროს? განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია კლასის წინაშე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს