თბილისის N107 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები კუთვნილი მედლებით დაჯილდოვდნენ
01-02-2023
თბილისის N107 საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი მედლები გადაეცათ.

მოსწავლეები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დააჯილდოვა.

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203