მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საფეხმალო ტური
01-02-2023

მარნეულის N2 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბი წარმატებით ფუნქციონირებს. მისი წევრები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და პროექტში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, სამოქალაქო და ეკოკლუბის წევრები პროექტის „საგანმანათლებლო ეკო-ტური მდგრადი განვითარებისათვის“ ფარგლებში დიღმის ჭალებს ესტუმრნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, „ფეხტურს“ გიდობა დიღმის ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმისა და დიღმის ჭალების მცველმა, აქტიურმა მოქალაქე ანა ტრაპაიძემ გაუწია.

სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად, „ფეხტურში“ თბილისის 192-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გუგა დუდუჩავა მონაწილეობდნენ.

„ანა ტრაპაიძემ გაგვაცნო დიღმის ჭალების ეკოლოგიური პრობლემები, გვესაუბრა მოსახლეობისა და კერძო ბიზნესის უპასუხისმგებლო საქციელით გამოწვეულ პრობლემებზე, ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვებითი სამუშაოების უარყოფით შედეგებზე და გარემოსდაცვითი პრობლემების ადვოკატირების დადებით შედეგებზე“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

„ფეხტური“ წარმატებული და საინტერესო იყო. ამიტომ, მისი მონაწილეები შეთახნმდნენ, რომ აუცილებლად გააგრძელებენ მსგავსი აქტივობების განხორციელებას, მათ შორის მარნეულშიც.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. მოსწავლეებს პასუხისმგებლობის გრძნობა უჩნდებათ ბუნების დაცვის მიმართ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203