ალგეთის N3 საჯარო სკოლაში პროექტი - „ტოლერანტობა“ წარმატებით ხორციელდება
01-02-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო თემებზე პროექტები ხორციელდება. მასწავლებლები მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე უვითარებენ პიროვნულ თვისებებს.

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში რუსული ენის მასწავლებელმა 2022 წლის დეკემბერში პროექტის - „ტოლერანტობა“ განხორციელება დაიწყო, რომელიც 2023 წლის ივნისამდე გაგრძელდება. მისი მიზანია მონაწილეებმა გაითავისონ ტოლერანტობის არსი, ისწავლონ თანაგრძნობა და ერთმანეთზე ზრუნვა.

როგორც სკოლაში გივყვებიან პროექტში ჩართულნი V, VI, VII და  VIII კლასების მოსწავლეები და მათი მშობლები არიან.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბევრი საინტერესო აქტივობა: ტექსტის კითხვა, კულტურტლი ტრადიციების გაცნობა- გაზიარება, ექსკურსია და სტუმრობა ეკლესიასა და მეჩეთში“, - აღნიშნა სკოლის წამრომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა ცნობიერებას ამაღლებს. ისინი საინტერესო ინფორმაციას ეცნობიან და მეტად შემწყნარებლები ხდებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203