წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა
01-02-2023
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 31 იანვარს, სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი თამთა ჩეჩელაშვილი იმყოფებოდა.
იგი შეხვდა სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „ერთობა“ წევრებს და სხვა დაინტერესებულ მოსწავლეებს.
თამთა ჩეჩელაშვილმა ისაუბრა სახალხო დამცველის როლსა და მნიშვნელობაზე ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში, ასევე ადამიანის უფლებათა დეკლარაციის და ბავშვთა უფლებათა კონვენციის შესახებ.
შეხვედრა მოეწყო პროექტის - „განათლება უფლებებისათვის“ ფარგლებში, რომელსაც სამოქალაქო განათლების კლუბი „ერთობა“ ახორციელებს.
შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქალბატონი ფაქიზო ფანჩულიძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმარს თანამშრომლობისათვის
აღსანიშნავია, რომ ამოქალაქო განათლების კლუბის მეურვე ფიქრია გიორხელიძე გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს