კასუმლოს საჯარო სკოლაში ოთხდღიანი „ზამთრის სკოლა“ წარმატებით დასრულდა
01-02-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეებს ცოდნის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტებს სთავაზობენ. ამჯერად, სკოლაში ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესების მიზნით, საინტერესო აქტივობა განხორციელდა.

სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგ სამირა ისმაილოვას ორგანიზებული 4-დღიანი „ზამთრის სკოლა“ დასრულდა. მოსწავლეები პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობაში, თამაშსა და კონკურსში მონაწილეობდნენ. სკოლაში ბავშვებმა ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ შესწავლილ თემებზე საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს. ინგლისურ ენაში ცოდნა აიმაღლეს და საინტერესო ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს.

პროექტის დასასრულს, მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა უნარების გაუმჯობესებას ხელს უწყობს. ისინი აუდიტორიის წინაშე გამოსვლას ეჩვევიან და მოტივაცია უმაღლდებათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203