ნინოშვილის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ორი გუნდი საინტერესო საგანმანათლებლო კონკურსში მონაწილეობს
01-02-2023
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა კონკურსს სთავაზობენ და პროექტში რთავენ.
ამჯერად, ნინოშვილის სკოლის ორი გუნდი პროექტში - „ყველაზე წიგნიერი“ ჩაერთო.
სკოლის მოსწავლეებმა პროექტის პირველ ტურს ბრწყინვალედ გაართვეს თავი.
როგორც სკოლის წარმომადგენლი დავით ბოლქვაძე გვიყვება, მცირეკონტიგენტიანი სკოლა 2 გუნდით მონაწილეობს კონკურსში. VI-VII კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი „ოჩოჩხინა“ და IX კლასელთა ნაკრები „გურული ფერიები“.
პირველი ეტაპი ორივე გუნდმა წარმატებით გადალახა.
სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს ამ შედეგს და უსურვებს შემდგომ ეტაპზე წარმატების მიღწევას.