„წიგნი თუ მეგობარი“ - მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დისკუსია გამართეს
01-02-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებასა და განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს სამოქალაქო კლუბი, რომლის წევრებიც საინტერესო აქტივობებს ხშირად ახორციელებენ.

ამჯერად, სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით, თემაზე: „წიგნი თუ კომპიუტერი“, საინტერესო დისკუსია გაიმართა. მსჯელობაში მონაწილეობდნენ მე-7, მე-12 კლასების მოსწავლეები. ბავშვებმა საინტერესოდ ისაუბრეს, ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს, საბოლოოდ კი ერთ აზრზე შეჯერდნენ - წიგნი საუკეთესო მეგობარია.

მსგავსი აქტივობები და მოსწავლეებს შორის სხვადასხვა თემაზე მსჯელობა აუცილებელია მათი ინტელექტუალური უნარების განვითარებისთვის. ამის მეშვეობით ბავშვები მსჯელობასა და საკუთარი აზრის გამოხატვას ეჩვევიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203