კალის საჯარო სკოლის მოსწავლე პედაგოგის რჩევით დღიურს აწარმოებს
01-02-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები სწავლებისას თანამედროვე მიდგომებს იყენებენ და მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს ხშირად სთავაზობენ. 

მოსწავლე ანა ხარძიანი დღიურს აწარმოებს, მისთვის კი სათაური - „როცა არ მეზარება“, მასწავლებელმა შეურჩია. ანა იქ დღის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს აღწერს, ასევე თავის დამოკიდებულებებზეც საუბრობს. 

მასწავლებელმა „დღიურისთვის“ სათაური მირჩია - „როცა არ მეზარება“...ცოტაც და არაფერი დამეზარება, ვსწავლობ, როგორ დავძლიო სიზარმაცე... ვნახოთ რა გამოვა! ეს ჩემი „დღიურის“ პირველი გვერდებია, დანარჩენის წერას განვაგრძობ“,- აღნიშნავს ანა ხარძიანი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203