გაიცანით, კალის საჯარო სკოლის ერთადერთი პირველკლასელი ლუკა ხარძიანი - ნიჭიერი და ბეჯითი მოსწავლე
01-02-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლას ერთადერთი პირველკლასელი ლუკა ხარძიანი ჰყავს, რომლის მოტივირებასა და განათლებაზე პედაგოგები ყოველდღიურად ზრუნავენ. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ლუკა ნიჭიერი, ბეჯითი, შედეგსა და სწავლაზე ორიენტირებული მოსწავლეა. ის დიდი მონდომებითა და ინტერესით ესწრება გაკვეთილებს. ასევე, ძალიან ლამაზად წერს.

„ლუკა სკოლაში სულ სირბილ-სირბილით მოდის. ლუკას ძალიან უყვარს კითხვა, დაფაზე წერა და შოკოლადები...
ჰოდა... წარმატებები ლუკას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203