„მე შემოქმედი“ - აწყურის საჯარო სკოლის სახვითი ხელოვნების მასწავლებლისა და მე-5 კლასის მოსწავლეების შთამბეჭდავი პროექტი
01-02-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა. 

სკოლის სახვითი ხელოვნების მასწავლებელმა, ზურაბ ინასარიძემ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მე- 5 კლასში განახორციელა კომპლექსური დავალება თემაზე - „მე შემოქმედი“.

მასწავლებელმა პროდუქტი წარმოადგინა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის სახით, რომლის პრემიერა სკოლის სააქტო დარბაზში შედგა.

კომპლექსური დავალებამ დიდი მოწონება, ოვაციები და ტაში დაიმსახურა.

სკოლის დირქცია მადლობას უხდის ბატონ ზურაბ ინასარიძეს და მე-5 კლასის მოსწავლეებს საინტერესო, შემოქმედებითი პროდუქტისთვის, რომელიც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოტივაციას გაუზრდის მოსწავლეებს და სწავლის პროცესი საინტერესო და მიმზიდველი გახდება მათთვის და მათი თანატოლებისთვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203