მუხრანის N3 საჯარო სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლე ნინო გერაძემ საინტერესო პროექტზე იმუშავა
01-02-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლაში მათი ჩართულობით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება.

მერვეკლასელმა, ნინო გერაძემ, პედაგოგების -  თამარ ბაკურაძისა და მანანა ნადირაძის ხელმძღვანელობით, პროექტზე ინგლისურ ენასა და გეოგრაფიაში იმუშავა. 

პროექტი ინგლისურ ენაზე განხორციელდა, რომელიც მეკობრეებსა და დამალულ განძს ეხებოდა. პროექტის ფარგლებში მოსწავლემ, სიანტერესო რუკა შექმნა, რომელიც მეკობრეებს დამალული საგანძურის პოვნაში დაეხმარება.

პროექტის განხორციელებისას მოსწავლემ ინგისურ ენასა და გეოგრაფიაში ცოდნა აიმაღლა და შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინა.

მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა უნარებს აუმჯობესებს და მათ მოტივაციას ამაღლებს.  

იხილეთ ბმული

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203