ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ექიმმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა
31-01-2023

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში რეპროდუქციული სისტემასთან დაკავშირებით სასაუბროდ მოეწყო შეხვედრა ექიმ, მეან-გინოკოლოგ ლალი მეტრეველთან.

მოწვეულმა სტუმარმა IX კლასის მოსწავლეებთან საინტერესოდ ისაუბრა რეპროდუქციული სისტემის თავისებურებებზე.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა სპეციალისტთან ერთად, განსაზღვრეს რა გამოწვევის წინაშე შეიძლება დადგნენ ახალგაზრდები სქესობრივი მომწიფების ეტაპზე, რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა და პრევენციული ღონისძიებები, რათა სამომავლოდ თავიდან აიცილონ მთელი რიგი გართულებები და საფრთხის წინაშე არ დაიყენონ საკუთარი ჯანმრთელობა.       

შეხვედრას პედაგოგი დარეჯან კუჭუხიძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203