ალპანის საჯარო სკოლაში „ტანგრამის კვირეული“ მოეწყო
31-01-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამის მაგალითია „ტანგრამის კვირეული“, რომელიც სკოლაში მოეწყო. გეომეტრიული გამოსახულებებისგან შემდგარი თავსატეხი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. მათ ტანგრამის ნაწილებისგან სხვადასხვა ფიგურა შექმნეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეთა შექმნილი ულამაზესი ფიგურები სკოლის ფოიეს ერთ-ერთ კედელს დაამშვენებს.
„მადლობა ბავშვებო ასეთი ჩართულობისათვის. ისე, მართლაც სილამაზეებს ქმნის ეს საგანმანათლებლო თამაში-თავსატეხი...“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს