არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული პარკის რეინჯერს უმასპინძლეს
31-01-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ  მიმართულებით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ. 

რა თქმა უნდა, სკოლაში არ გამორჩენიათ გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღის აღნიშვნა. 

არხილოსკალოს საჯარო სკოლის ეკოკლუბმა სტუმრად მოიწვია შავი მთის ეროვნული პარკის რეინჯერი ზურაბ ამირიძე. მან უამრავ კითხვას უპასუხა, რომელიც ეხებოდა დედოფლისწყაროს დაცულ ტერიტორიებს. სტუნარნა მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა ბუკლეტები, წიგნები და რუკები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მადლობა გადაუხადა ეკოკლუბის წევრებს ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებისთვის.

გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღე 26 იანვარს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203