განმუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საფეხბურთო გუნდის მორიგი გამარჯვება
31-01-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მორიგი სპორტული გამარჯვება მოიპოვეს. 

27 იანვარს, გაიმართა ამხანაგური მატჩი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობდნენ ინგირის N1, ინგირის N2, ტყაიას, ორულუს და განმუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეები. განმუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და პირველი ადგილი მოიპოვეს. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის გუნდს მორიგ გამარჯვებას. გისურვებთ კიდევ მრავალჯერ გესახელებინოთ მშობლიური სკოლა!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203