ბათუმის N25 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები - მართა კახიძე და ნატა ჩიკვაიძე მედლებით დაჯილდოვდნენ
31-01-2023

ბათუმის N25 საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - მართა კახიძესა (ოქრო) და ნატა ჩიკვაიძეს (ვერცხლი) კუთვნილი მედლები გადაეცათ. 

მოსწავლეები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დააჯილდოვა.

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203