„ჩემი საყვარელი დრო წელიწადში“ - თბილისის N174 სკოლის მეორეკლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
31-01-2023
თბილისის N174 საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება, რომლებიც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-2გ კლასის მოსწავლეთა პროექტი - „ჩემი საყვარელი დრო წელიწადში“, რომელიც ბავშვებს მასწავლებელმა, მანანა ივანიძემ შესთავაზა.
პროექტზე მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის - „ოთხი სურვილის“ შესწავლის შემდეგ იმუშავეს.
მოსწავლეებისთვის პროექტი მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. პროექტი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს, მათ შორის შემოქმედებით საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს.