„გზა პროგრესული შედეგისკენ“ - თბილისის N142 სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
31-01-2023

თბილისის N142 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს. ამის მაგალითია პროექტი - „გზა პროგრესული შედეგისკენ“, რომელიც სკოლაში მიმდინარეობს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანია მოზარდებში პროფესიული ორიენტაციის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

სწორედ ამ მიზნით, მოეწყო მოსწავლეთა შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან.

მოსწავლეები შეხვდნენ მხატვარ ზალიკო სულაკაურს, შეფ-მზარეულ ლუკა თოდუას,  დიზაინერ თამუნა ყიფიანს,  „ახალი ეკონომიკური სკოლის - საქართველოს“ პრეზიდენტს, ეკონომისტ პაატა შეშელიძეს, ადვოკატ რუსუდან აგურაშვილს, ​ჟურნალისტ ნინო შურღაიას. ასევე შეხვედრები გაიმართა ფსიქოლოგ მარიამ შოვნაძესთან, ექთან მაკა ბოდაველთან, გრაფიკულ დიზაინერ ჯონი ფავლენიშვილთან. მოსწავლეებს საკუთარი პროფესია გააცნეს - პროგრამისტმა ოთარ ტენტერაშვილმა, სტიუარდესა ანა დოსმიშვილმა და საავიაციო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა  - მირანდა გოდერიძემ. მოსწავლეებმა, აგრეთვე, პროექტის ფარგლებში, უმასპინძლეს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ ლუკა ალავიძეს და სპორტული კომენტატორ ტატო ბაციკაძეს.

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად წარმტაცი, შემეცნებითი და ინფორმაციულად დატვირთული აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203