დაშბაშის საჯარო სკოლის მუზეუმს მამაომ წიგნი უსახსოვრა
31-01-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლას, დაშბაშის წმ. გიორგის ტაძრიდან, მამა გიორგი ესტუმრა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიზიტის მიზანი იყო ბავშვები კიდევ ერთხელ გაცნობოდნენ წიგნს -„ახალი აღთქმა“, რომელიც მამომ სკოლის მუზეუმს უსახსოვრა.

შეხვედრა საკმაოდ ინფორმაციული იყო, მამაომ და მოსწავლეებმა სხვადსხვა მნიშნვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. ბოლოს კი, სტუმარმა მოსწავლეები ტკბილეულით დაასაჩუქრა.

სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლეები მამა გიორგის საჩუქრისთვის და საინტერესო ვიზიტისთვის მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203