ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწალეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
31-01-2023

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილები იგეგმება, რომლებიც მიმართულია მოსწავლების დაინტერესებისა და ცნობიერების ამაღლებისკენ, ამავე მიზნით VII და X კლასების მოსწავლეებს ისტორიის პედაგოგმა, ვალერი ძაძამიამ საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა. 

დავალების თემა გახლდათ - „ძველი ეგვიპტე და ძველი ეგვიპტის საზოგადოება“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო მასალები და თემატიკის შესაბამისად შთამბეჭდავად გააფორმებული კედლის გაზეთი დაამზადეს.

საბოლოოდ, თავიანთი ნაშრომები პრეზენტაციაზე, კლასის წინაშე წარადგინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203