წყალტუბოს N1 სკოლის მკითხველთა კლუბის შეხვედრა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებს მიეძღვნა
31-01-2023

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს მკითხველთა კლუბი, რომლის მიზანიც სასკოლო საზოგადოებაში წიგნიერების ამაღლებაა.

კლუბის მორიგი შეხვედრა სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებას დაეთმო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა წაიკითხეს ადამიანებისა და გასულიერებული ცხოველების ჭკუის სასწავლებელი არაერთი ამბავი, რომლებიც შეგონებებითა და დიდაქტიკური მოტივებით არის გაჯერებული.

შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები, თითოეულმა მათგანმა კლასის წინაშე, მწერლის შემოქმედებიდან ერთი იგავი წაიკითხა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203