ყუმურის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ
31-01-2023

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. ისინი პროფესიულ წინსვლაზე მუდმივად ზრუნავენ.  ამ მიზნით კი ჩართულნი არიან არაერთ საინტერესო ჯგუფსა თუ პროექტში, აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო ღონისძიებებში და არაერთი სერტიფიკატი თუ დიპლომი აქვთ მოპოვებული. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას მასწავლებლები გაკვეთილებზე იყენებენ და მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, მრავალფეროვან აქტივობებში რთავენ და ცდილობენ მომავალ თაობას ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203