კალის საჯარო სკოლის მოსწავლეები უცხო ენას დიდი მონდომებით ეუფლებიან
31-01-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლაში საფუძვლიანად ისწავლება უცხო ენაც, რომელსაც მოსწავლეები უდიდესი მონდომებით ეუფლებიან. ისინი ცოდნის მიღებაზე ორიენტირებულები არიან. 

თავის მხრივ, კი პროფესიონალი პედაგოგები მათ საინტერესო აქტივობებს, ფაქტობრივად, ყოველდღიურად სთავაზობენ. 

„უცხო ენად“ რუსული ენა ისწავლება... მართალია, რუსეთმა საკუთარი თავი კარგი მხრით როდი აჩვენა მთელ მსოფლიოს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის კალის სკოლის მოსწავლეებს კარგად ახსოვდეთ და ასევე კარგად ისწავლონ „უცხო ენა“...
კი არ წერენ, „ხატავენ“ ასოებს... თავად ეს გულმოდგინებაა დასაფასებელი მათ გამართულ წერასა და გაკვეთილების სწავლაზე რომ არაფერი ვთქვათ... იქნებ, ჯერაც შორსაა ენის სრულყოფილად სწავლამდე, მაგრამ დიდი ილიას სიტყვები ნამდვილად „ძალაშია“:
„რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ!“ წინ - უცხო ენების დაუფლებისკენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203