„დედამიწა და მზის სისტემა“ - ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელთა შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობა 
30-01-2023

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის V და V კლასში  თემაზე- „დედამიწა და მზის სისტემა“ შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა, რომელსაც პედაგოგი დარეჯან კუჭუხიძე ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა  მოიძიეს ინფორმაცია, თავად შექმნეს პლანეტების, სკაფანდრის და ჰაერის რეზერვუარის მოდელი და ააწყვეს მზის სისტემა.

სწავლა-კეთებით, სწავლების ძალიან ეფექტური მეთოდია, რომელიც საგანმანათლებლო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, პრაქტიკული დავალებებით მოსწავლეებისთვის ახალი მასალა მეტად აღქმადი, დასამახსოვრებელი და ამავდროულად სახალისოა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203