წყალტუბოს N1 სკოლაში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო შეხვედრა მოეწყო
30-01-2023
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო კლუბი აქტიურად ატარებს შემეცნებითი და ინფორმაციული ხასიათის შეხვედრებს, რომლებიც სხვადასხვა ისტორიულ თუ სოციალურ მოვლენებს ეხება.

მათ შორის აღსანიშნავია 27 იანვრის აქტივობა, რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს მიეძღვნა, შეხვედრა პროეტ „განათლება უფლებებისათვის“ ფარგლებში მოეწყო. 

პროექტი სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. 

შეხვედრაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ფრაგმენტები ანა ფრანკის დღიურიდან, იმსჯელეს მასწავლებლის მიერ შეთავაზებული კარიკატურების შესახებ და დაასკვნეს, რომ აუცილებელია გვახსოვდეს ეს ტრაგედია, რათა აღარასოდეს დაუშვას კაცობრიობამ მისი განმეორება.

„გერმანიის ნაცისტურმა ხელისუფლებამ ორგანიზებულად გაანადგურა 6 მილიონი ებრაელი, დახოცა 2 მილიონი საბჭოელი ტყვე ჯარისკაცი, 1 მილიონამდე უმცირესობების ჯგუფებს მიკუთვნებული ადამიანები“,- კლუბის მეურვე ისტორიის მასწავლებელი ესაუბრა მოსწავლეებს ნაცისტური რეჟიმის და ზოგადად 20 საუკუნის დიქტატორული მმართველობის შესახებ, რომელიც უგულებელყოფდა ადამიანის უფლებებს. 

იხილეთ  ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203