გუდაურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მეხუთეკლასელებისთვის ვიქტორინა ჩაატარეს
30-01-2023

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში ვიქტორინა ჩატარდა, რომელშიც მეხუთეკლასელები იყვნენ ჩართულნი.

ინტელექტუალური თამაში 26 იანვარს ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების დაგეგმვა და ჩატარება თავის თავზე აიღო მეცხრე კლასმა, რომელიც მეხუთე კლასის მეგობარ (მეურვე) კლასად არის შერჩეული.

ღონისძიებამ საკმაოდ საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა. ვიქტორინის მიზანი კი იყო:

  • მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;
  • საერთო ცოდნის შემოწმება;
  • ჯგუფური მუშაობის გააზრება.

ჟიურიმ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა, თუმცა გამარჯვებულებმა აღნიშნეს, რომ განმასხვავებელი ორი ქულა, მათთვის ბევრს არაფერს ნიშნავს... ვიქტორინა დაასრულეს მეგობრული სლოგანით: „გაიმარჯვა მეგობრობამ“.

მეხუთე კლასის მოსწავლეებისგან წამოვიდა საკმაოდ საინტერესო წინადადება: სამომავლოდ ჩატარდეს ვიქტორინა, სადაც კითხვების დასმას თვითონ შეძლებენ, ხოლო პასუხებს მეცხრეკლასელები გასცემენ.

„ყველა მოლოდინს გადააჭარბა მათმა ბედნიერმა სახეებმა - ასე ვაფასებ ჩემს სადამრიგებლო კლასში ჩატარებულ ღონისძიებას“, - აღნიშნავს მეხუთე კლასის დამრიგებელი ნაირა აფციაური. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203