„ბუმერანგი“ - დამიის საჯარო სკოლის თეატრალური წრის მოსწავლეებმა საინტერესო სპექტაკლი დადგეს
30-01-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში, თეატრალური წრის მოსწავლეებმა სპექტაკლი - „ბუმერანგი“ .
გაითამაშეს. 

სპექტაკლი სომეხი მწერლის ამავე სახელწოდებს ნაწარმოების მიხედვით დაიდგა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სპექტაკლი ასახავდა თაობებს შორის არსებულ კონფლიქტებს, განსხვავებული შეხედულებების მიმღებლობისა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიების აუცილებლობას.

თეატრალური წრის მუშაობა მიზნად ისახავს მოსწავლეებში გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, ასევე მიმართულია სასკოლო საზოგადოებაში წიგნიერების კულტურის განვითარებისკენ.

სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

აქტივობას უფროსი მასწავლებელი ლუსინე დარბინიანი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203