ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები თუ პროექტები ხშირად ხორციელდება.
ამჯერად, სასკოლო პროექტის ფარგლებში, პირველი გაკვეთილი STEM მიმართულებით ჩატარდა. მოსწავლეებმა პროექტით დაფინანსებულ ტექნიკას გაეცნენ, განიხილეს გეგმა და სამუშაო პროცესს აქტიურად შეუდგნენ.
მათი ხელმძღვანელი მასწავლებელი რიპსიმე აროიანია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
იხილეთ ფოტოები: