
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ბავშვთა საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებულ - ბავშვთა ნახატების I ციფრულ საერთაშორისო კონკურსში მონაწილებდნენ.
საკონკურსო თემა - „მშვიდობა“, გახლდათ.
სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს: შიო ჯავახიშვილსა და ანა დესპოტაშვილს წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ.
სკოლის დირექცია მოსწავლეებსა და მათ მასწავლებელს, ნინო ლონდარიძეს დიდ მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: