აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს
30-01-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს ქვეყნის სიყვარულს ადრეული ასაკიდანვე უღვივებენ. ისინი, ბავშვებს ასწავლიან თუ რამდენად მნიშვნელოვანია იყო პასუხისმგებლობით აღსავსე ღირსეული მოქალაქე. მოსწავლეები კი ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ სახელმწიფოს განვითარებაში.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს. სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების კლუბი კამპანიას - „გამოფინე დროშები - ერთად აღვნიშნოთ 14 იანვარი - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე“  შეიერთდნენ. 

ინიციატივა დაიგეგმა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომლის პარტნიორია ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი გახლავთ. 

მოსწავლეებმა, ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს დროშასთან ერთად, ევროკავშირის დროშაც გამოფინეს.

ბავშვებმა დღე ნაყოფიერად გაატარეს. 
 
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203