„აცრა და იმუნიტეტი“ - ფუშრუკაულის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა საინტერესო პრეზენტაცია გამართა
30-01-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ეკო-პატრიოტები“ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. 

ამჯერად, მათ პრეზენტაცია თემაზე - „აცრა და იმუნიტეტი“, ჩაატარეს. აქტივობა მდგრადი განვითარების მე-3 მიზანის გაცნობას ემსახურებოდა. 

საინტერესო პრეზენტაცია კლუბის წევრმა ლიზი სურმანიძემ წარადგინა. მოსწავლეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აცრა რომ არა, „კოვიდ19“-ს უფრო მეტი ადამიანი შეეწირებოდა. კლუბის წევრებმა შექმნეს პოსტერი თემაზე - „აცრა ჩვენი თავდაცვისა და გადარჩენის საშუალებაა“.

აქტივობამ დიდი წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ კლუბის წევრებმა მომავალი შეხვედრაც დაგეგმეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203