„ქართლის ცხოვრება“ - ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო საგანმანათლებლო აქცია მოეწყო
30-01-2023
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლა საინტერესო აქტივობებითა და პროექტებით განსაკუთრებულად გამოირჩევა. 

პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ და სწავლებისას ნაყოფიერ მიდგომებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლის მორიგი საგანმანათლებლო აქცია - „ქართლის ცხოვრება“ გაიმართა. მოსწავლეებს გასვლითი აქტივობა ჩაუტარდათ, მათ საქართველოს ისტორიის შესახებ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

„უქარქაშო ხმლებიანი“ წინაპრების ნაკვალევზე - შორაპნის ციხე მეფე ფარნავაზი“. ერთი გაგზავნა მარგვის ერისთავად და მისცა ლიხიდან ეგრისის საზღვრამდე რიონს ზემოთ და აღაშენა ორნი ციხენი შორაპანი და დიმნა“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203