ბარდუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე სკვერში 16 ძირი კედარი დარგეს
30-01-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით, სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ. მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულნი გარემოსდაცვით საქმიანობაში და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებენ. 

ბარდუბნის საჯარო სკოლის მე-10, მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეების აქტიური ჩართულობითა და სკოლასთან არსებული ეკოსკოლისა და სამოქალაქო განათლების, ისტორიის მასწავლებლის პაატა გიორგაძის ორგანიზებით, სკოლასთან მიმდებარედ, მარიამ ბარდაველიძის სახელობის სკვერში16 ძირი კედარი დაირგო. 

1998 წელს იუნესკომ კედრის შემორჩენილი ტყეები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

„დარგე ნუ მოჭრი ხეს! მე მიყვარს ჩემი სოფელი, გიყვარდეს შენც!“- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203