„ჯანსაღი ცხოვრება და კომპიუტერი“ - დაბლაციხის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
30-01-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიცაზიას და ამ მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. აღნიშნული მიზნით, სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება, პროექტი თუ აქტივობა ხორციელდება. 

26 იანვარს, სკოლაში ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი - „ჯანსაღი ცხოვრება და კომპიუტერი“. მე-4 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელ მაია კუტალაძის დახმარებით, თანასკოლელებს გააცნეს თუ რა ზიანი შეიძლება მოჰყვეს კომპიუტერთან დიდხანს მუშაობას და სხვადასხვა საიტებზე ინფორმაციის არასწორად განთავსებას, აგრეთვე პირადი ინფორმაციის გაზიარებას. 

პროექტ-გაკვეთილმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. 

„მადლობა ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციისთვის  ჩვენს პატარა მეგობრებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203