აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმს ესტუმრნენ
30-01-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის გასვლითი, სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება მოეწყო. 

მეხუთეკლასელები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ირინე გორგაძესთან ერთად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმს ეწვივნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მუზეუმის თანამშრომლებმა თბილად მიიღეს მოსწავლეები. მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნახატები და სამახსოვროდ დაუტოვეს მუზეუმს.

სკოლის დირექცია პედაგოგს გასვლითი ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა მასწავლებელს, მოსწავლეთა განვითარებისა და გახალისებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203