აწყურის საჯარო სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კონკურსი ჩაატარეს
30-01-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში მოსწავლეები საინტერესო აქტივობებში ხშირად ერთვებიან. ისინი სხვადასხვა დღესასწაულთან დაკავშირებით ზეიმს ყოველთვის აწყობენ. არც 2023 წლის შემობრძანებას ჩაუვლია ღონისძიების გარეშე, რომელსაც მათ საინტერესო კონკურსი მიუძღვნეს.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა სკოლაში საინტერესო კონკურსი - „საახალწლო განწყობა ჩემს კლასში“ ჩაატარეს, სადაც სხვადასხვა კლასმა გაიმარჯვა შემდეგ ნომინაციებში:

  • I კლასი - ნომინაცია „დებიუტისთვის“;
  • II კლასი - ნომინაცია „ორიგინალობისთვის“;
  • III კლასი - ნომინაცია „შემოქმედებითობისთვის“;
  • IV კლასი - ნომინაცია „საშობაო განწყობის შექმნისთვის“;
  • V კლასი - ნომინიაცია „საუკეთესო წარდგენისათვის“;
  • VI კლასი - ნომინაცია  „მონაწილეობისათის“;
  • VII კლასი - ნომინაცია „ეკომეგობრულობისათვის“;
  • VIII კლასი - ნომინაცია „მონაწილეობისათვის“;
  • IX კლასი - ნომინაცია  „მონაწილეობისათვის“;
  • X კლასი - ნომინაცია „მონაწილეობისათვის“.

„აწყურის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მე-10 კლასის მოსწავლეებს და ქალბატონ ქეთევან პარუნაშვილს იდეის ავტორობისა და ორგანიზებისთვის, საახალწლო განწყობის შექმნისთვის“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის წერილში.

მოსწავლეთათვის აღნიშნული დღე საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი იყო. მსგავსი ღონისძიებები ბავშვების მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203