ირემაძეების საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა მე-4 კლასის მოსწავლეებს შთამბეჭდავი აქტივობა შესთავაზა
30-01-2023
მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები სწავლებისას ეფექტურ მეთოდებს იყენებენ.
ამჯერად, საინტერესო აქტივობა მათემატიკაში გაიმართა. მეოთხე კლასში გაკვეთილის თემა მთელის ნაწილები იყო. აქტივობაში მონაწილეობის სურვილი მოსწავლეთა მშობლებმაც გამოთქვეს, მათ სხვადასხვა ფორმის საჭმელი დაამზადეს. შემდეგ კი, საკვების მაგალითზე, მთელის ნაწილებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ ამ საგაკვეთილო პროცესში მესამე კლასიც მონდომებით ჩაერთო.
„მეოთხე კლასის მათემატიკის ერთ-ერთ საგაკვეთილო თემას წარმოადგენდა, მთელის ნაწილებს, რომელიც ჩვეულებრივი აქტივობებისგან ძალიან განსხვავდება, რადგან ამ საგაკვეთილო პროცესში მშობლებმაც გამთქვეს ჩართვის სურვილი და გამოაცხვეს სხვადასხვა ფორმის საჭმელი მაგალითად: პიცა ხაჭაპური თუ ნამცხვარი. გაკვეთილის მიმდინარეობისას კი განიხილეს მთელი ნაწილები, რაშიც დაიხმარეს თითოეული, მეტი თვალსაჩინოების, საკითხის მარტივად აღქმისა თუ შესწავლისთვის, რომელში მონაწილეობის სურვილიც მესამე კლასმაც გამოთქვა და აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს