პატარა სამსარის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა შემოქმედებითი აქტივობა
30-01-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ გაიანე ოვსეპიანის ხელმძღვანელობით, ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე კალათები დიდი ინტერესითა და მონდომებით დაამზადეს. მოსწავლეებმა საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები და უნარები აღმოაჩინეს. კალათების დამზადების პროცესი მათთვის ძალიან სახალისო და საინტერესო იყო. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებთ და შემოქმედებით უნარებს უვითარებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203