დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები მკითხველთა კლუბში აქტიური ჩართულობისთვის დაჯილდოვდნენ
27-01-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექციამ მე-3 კლასის მოსწავლეებს სიგელები გადასცა.

სკოლამ მოსწავლეები მკითხველთა კლუბში აქტიური მონაწილეობისათვის წაახალისა.

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება და მათი წახალისება, რადგან  მოსწავლეების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებასა და წარმატებისკენ სწრაფვის სურვილს სწორედ ეს განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. მათი მიზანია, რომ მოზარდებში დამკვიდრდეს წიგნის კითხვის კულტურა და მოსწავლეებს გაუჩნდეთ სურვილი სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას გაეცნონ. სწორედ ამას ემსახურება სკოლაში არსებული მკითხველთა კლუბიც.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203