თბილისის N178 სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის 19 კურსდამთავრებული მედლებით დაჯილდოვდა
27-01-2023

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის 19 წარჩინებულ კურსდამთავრებულს კუთვნილი მედლები გადაეცა. 

მათგან 13 ოქროს, 6 კი ვერცხლისმედალოსანია. 

წარჩინებული კურსდამთავრებულები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„ჩვენო საამაყო 2020-21 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებო უამრავი ცხოვრებისეული მწვერვალისთვის მიგეღწიოთ.  სკოლისათვის 19 მედალოსანი ნამდვილად შთამბეჭდავია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203