ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა მანდატურის როლი მოირგეს
27-01-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა უნარების განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობები იმართება. ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა მანდატურის როლი მოირგეს.

ბავშვებმა მანდატურის საქმიანობა შესანიშნავად წარმოადგინეს.

„მოსწავლეებმა ბავშვებს უჩვენეს თუ რას აკეთებენ მანდატურები ჩვენი თაობისთვის, რომ ისინი სწორი გზით გაიზარდონ. მათ ამას თავი წარმატებით გაართვეს“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

აქტივობაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები: ლიკა ქარცივაძე, ნინი გავთარაძე(დახმარება გაუწია) ასევე დირექტორი - მიხეილ ხალვაში; დამრიგებელი - ირინა ქასრაშვილი და მანდატურები: ელენე ნოღაიდელი, სალომე გოგიტაძე.

მოსწავლეებმა მანდატურის საქმიანობის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203